ორშაბათი, 31 მაისი 2010 14:27
თელავის საოლქო - საარჩევნო კომისიამ 54 უბნის შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, თელავში, მაჟორიტარულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ ბუცხრიკიძე ლიდერობს.
ქალაქ თელავის მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ასეთია: ნიკა ვარდოშვილი - „ალიანსი საქართველოსთვის“ - 7,02%; ზურაბ ბუცხრიკიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ – 73,4%; გიორგი მოსიაშვილი - ეროვნული საბჭო“ – 7,5%; ირაკლი ლაგაზიძე - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 11,5%.
პროპორციული სიის შედეგები თელავის რაიონის მასშტაბით: „ალიანსი საქართველოსთვის“ - 4,1%; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 5,1%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 71,8%, „რადიკალ-დემოკრატები“ – 1,0%; „ეროვნული საბჭო“ – 4,8%; „პარტია თავისუფლება“ – 0,2%; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 11,8%; „თორთლაძე დემოკრატიული პარტია“ – 0,5%; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი - 0,1%.
თელავის რაიონში ამომრჩეველთა რაოდენობა სულ 57 026-ს შეადგენს, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა 27 342-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 48 %-ია.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












