პოლიტიკა
„რესპუბლიკელების“ წარმომადგენელი გურჯაანის მე-6 და 47-ე საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
„რესპუბლიკელების“ წარმომადგენელი გურჯაანის მე-6 და 47-ე საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
ორშაბათი, 31 მაისი 2010 16:05
გურჯაანის საარჩევნო ოლქში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ზურა დანელიშვილი გურჯაანის მე-6 და 47-ე საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.
როგორც დანელიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, აღნიშნულ საარჩევნო უბნებში კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ამომრჩევლის დანართში შეყვანას ადასტურებდნენ ამომრჩევლის ხელმოწერის გრაფაში თავიანთი ხელმოწერებით. „მაგალითად, ილია არუსტაშვილი, ლიზა ხელაშვილი, მარიამ ხახუტაშვილი, ვლადიმერ ხიზანიშვილი. სულ 37 ხელმოწერაა. იგივე დარღვევა ვაჩნაძიანის მე-6 საარჩევნო უბანზე 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზეც მოხდა. მაშინ სასამართლომ ამ უბნის შედეგები გააუქმა“, - განაცხადა დანელიშვილმა.
გურჯაანის საოლქო - საარჩევნო კომისია კენჭისყრის პროცედურასთან დაკავშირებულ საჩივრებს დღეს 17:00 საათზე განიხილავს.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












