07:14:08

Share |

„ქართული ოცნება“ კონტროლის პალატას პასუხობს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის მოთხოვნას მოძრაობის საკუთრების უკანონო ხელყოფის მცდელობად აფასებს.

„2012 წლის 25 იანვარს საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“ საქართველოს კონტროლის პალატისაგან მიიღო წერილი, რომლითაც კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობის საკუთრება. კერძოდ, კონტროლის პალატა მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ ნებაყოფილობით უარი თქვას მის საკუთრებაში არსებულ 1 100 000 ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება ამ თანხის კონფისკაციით და მისი ათმაგი ოდენობით დაჯარიმებით. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა, უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy