07:14:44

Share |

ეკატერინე ხვედელიძე „სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდს“ სააკაშვილისგან დაბრუნებულ 100 ლარს გადაურიცხავს

სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდ „სამართლიანობაში“ პირველ შენატანს ეკატერინა ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი განახორციელებენ.

„მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ძალაში შევიდა, ეკატერინა ხვედელიძე აპირებს ქართული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მის სასარგებლოდ დაკისრებული გადასახადი – 100 ლარი გამოიტანოს და „სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდ სამართლიანობაში“ გადარიცხოს“, - ამ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ავრცელებს.

2011 წლის 27 დეკემბრის 3/7617-11 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სარჩელის ამ ნაწილთან დაკავშირებით წერია: „ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის N602 ბრძანებულება ეკატერინა ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში; მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტს დაეკისროს მოსარჩელე ეკატერინა ხვედელიძის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება“.

„შევიტყვე, რომ ბატონი გურამ გირგვლიანი ფონდის შექმნას აპირებს და აწესებს ყოველწლიურ პრემიას ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვაში გამოიჩინა თავი. მინდა ამ ფონდში გადავრიცხო პირველი სიმბოლური შენატანი - მიხეილ სააკაშვილის დამარცხების საფასური - და გამოვთქვა იმედი, რომ ერთად შევძლებთ საქართველოში სამართლიანობის დამყარებას. სულ მალე დადგება დრო, როდესაც ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, თანასწორი იქნება კანონის წინაშე“, - აცხადებს ეკატერინა ხვედელიძე.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy