კვირა, 29 იანვარი 2012 11:18
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს ბარაქ ობამას 30 იანვარს შეხვდება. მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში 25 იანვარს გაემგზავრა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებას, თანამშრომლობას მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, ვაჭრობის სფეროში. მხარეები ისაუბრებენ არსებული კავშირების გაღრმავებაზე და ასევე კულტურულ სფეროში თანამშრომლობაზე.
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის.
მისივე თქმით, გარდა პრეზიდენტებს შორის შეხვედრისა, იგეგმება შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.
მანჯგალაძის განცხადებით, იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბაიდენთან, ასევე წარმომადგენლობითი პალატის სპიკერთან, ჯონ ბონერთან.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












