ორშაბათი, 30 იანვარი 2012 14:21
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლადო ბუბლბულაშვილის განცხადებით, საარჩევნო სიებში მკვდარი სულების თემა ისევ აქტუალურია.
„როგორც ცნობილია, მოსახლეობამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიიღო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ შეტყობინება, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან წყლის გადასახადის გადახდა მოხდებოდა საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე. ჩვენ მოგვმართა მოქალაქემ, რომელიც რეგისტრირებულია თბილისში და ცხოვრობს მუხიანის დასახლებაში. ჯერ კიდევ დეკემბრის თვის გადახდის ქვითარზე აღნიშნულია, რომ მის მისამართზე რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი მაცხოვრებელი. უკვე დეკემბრის თვეში კი მას გადახდის ქვითარი მოუვიდა ორ სულზე. აღნიშნულის გამო, მოქალაქემ სამოქალაქო რეესტრს მიმართა ოფიციალური მოთხოვნით, მოეწოდებინათ ინფორმაცია მის საკუთრებაში რეგისტრირებულ პირებზე. საჯარო რეესტრმა, ასევე ოფიციალურად განაცხადა უარი ამ ინფორმაციის გაცემაზე, რაც ცალსახად არის კანონდარღვევა“, - აღნიშნა ბულბულაშვილმა.
მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ დაინტერესდა ამ შემთხვევით და აღნიშნული მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში რეგისტრირებული პირი აღმოაჩინა 2010 წლის საარჩევნო სიაში, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს მიაწოდა ცესკომ. „
„როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ პიროვნებას, ბოლოს პირადობის მოწმობა აღებული აქვს 1997 წელს, მაშინ როცა ამ დოკუმენტს სახელმწიფო 10 წლით გასცემდა და მას ვადა 2007 წელს გასდიოდა. ამის მიუხედავად, ეს პირი ოფიციალურად მონაწილეობას იღებდა 2008-2010 წლების არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლებას რეალურად აქვს ორი სია: ერთი წარმოადგენს რეალურ მონაცემებს, ხოლო მეორე არის მკვდარი სულებით გაბერილი სია, რომლითაც ხელისუფლება ატარებს არჩევნებს. სხვაგვარად აუხსნელია, რატომ ეწერა 2011 წლის ნოემბრის თვის გადახდის ქვითარზე სწორი მონაცემები ბინაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობაზე და რატომ შეიცვალა ეს მონაცემები იმავე წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც წყლის კომპანიამ მიიღო საჯარო რეესტრის სია“, - განაცხადა ბულბულაშვილმა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94
Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
| ||||





