სამშაბათი, 31 იანვარი 2012 09:55
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „სტუდია რე“-ს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. სამინისტროს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„სტუდია რე“-ს ხელმძღვანელის, მამუკა ყუფარაძის განცხადება, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „სტუდია რე“ არაობიექტურად აშუქებს მოვლენებს და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის, რომ სამინისტროს განმარტება თანამშრომლობის შესახებ დაამახინჯეს და მათ განცხადებაში ვკითხულობთ, თითქოს კრიტიკის გამო ვაცხადებთ უარს თანამშრომლობაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ჩვენი ნათქვამის დამახინჯების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. სამინისტრო კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს ისმენს და განიხილავს, მაგრამ ცილისწამება და ნეგატიური კამპანია მიუღებელია.
ეკა გულუა: „ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მივესალმებით ყველასთან კომუნიკაციას, მაგრამ როცა არასწორ, არაობიექტურ და ტენდენციურ ინფორმაციებს ავრცელებთ, ვერ ვითანამშრომლებთ.“ მისივე თქმით, „სტუდია რე“-ს თანამშრომლობაზე უარი სწორედ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო განუცხადა.
ვალერი კოპალეიშვილის განცხადებით, გადაცემაში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გაშუქდებოდა ობიექტურად და არა დეზინფორმაციის თანხლებით.
„სტუდია რე“-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებით მაყურებელი დაზარალდება, რასაც სრულიად ვეთანხმებით და ნამდვილად დასანანია, რადგან მაყურებელს უფლება აქვს, მიიღოს რეალური ინფორმაცია და არა დამახინჯებული. სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისათვის გამოყოფილი გრანტები, რეალურად საზოგადოების დეზინფორმირებას, ცილისმწამებლური კამაპანიის წარმართვას, მოქალაქეების დაბნევასა და შეცდომაში შეყვანას ხმარდება.
სამინისტროს საქმიანობისა და ბოლო დროინდელი უდავო წარმატებების მიჩქმალვა, რა თქმა უნდა, „სტუდია რე“-ს უფლებაა, მაგრამ 17 წლის მანძილზე მივიწყებული დევნილთა პრობლემების რეალური მოგვარება და მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესება საქართველოს სახელმწიფოსა და დონორი ქვეყნების ძალისხმევის შედეგია და ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს“.
ამავე თემაზე:
„სტუდია რე“ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












