პარასკევი, 03 თებერვალი 2012 11:26
ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზედაც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“ (1988). პირველ თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანია აირჩიეს.
1992 წელს გახდა ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად. 1995 და 1999 წელს ზურაბ ჟვანია არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.
ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2001 წლის ოქტომბერში გადადგა. 2002 წლის ივლისში თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ცნობით, გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი აირით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
გთავაზობთ სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტურ გამოძიებას.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












