07:24:16

Share |

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები 13 ივლისს დაიწყება

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 13 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული  ცენტრი უზრუნველყოფს.

გამოცდა პროფესიულ უნარებში 13, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 19, მათემატიკაში 20, ხოლო უცხოურ ენებში 21-23 ივლისს ჩატარდება.

პროფესიული უნარების, ქართული ენა - ლიტერატურის და მათემატიკის ტესტირება 5, ხოლო უცხოური ენების ტესტირება 3 საათსა და 45 წუთს გაგრძელდება. საგამოცდო ცენტრში გამოცდების თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელიც პედაგოგებს ივნისის ბოლოს დაურიგდებათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სასერტიფიკაციო გამოცდებში 15 000-მდე მასწავლებელი მონაწილეობს. სერტიფიკატის მისაღებად თითოეულ გამოცდაში მაქსიმალური ქულის 60 პროცენტზე მეტის მოპოვებაა საჭირო. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. პედაგოგებს, რომლებიც ამ გამოცდებს წარმატებით გაივლიან, ანაზღაურება გაეზრდებათ.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა საქართველოში წელს პირველად ტარდება.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy