01:31:04

Share |

ყარაჯალაში 12-13 წლის ასაკში დაოჯახებას ეწინააღმდეგებიან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოსახლეობის ნაწილი 12-13 წლის ასაკში დაოჯახებას ეწინააღმდეგება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამ მიზეზით, ყარაჯალას საჯარო სკოლაში ახალი წესი შემოიღეს, რომელიც ბავშვის მშობლების დაჯარიმებას ითვალისწინებს.

წესის თანახმად, თუ ბავშვი 12-13 წლის ასაკში დაოჯახდება, მას სკოლაში სწავლის გაგრძელების საშუალება იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ მისი მშობლები ომში დაღუპულთა ოჯახების ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ორგანიზაციას 5 000 ლარით დაეხმარებიან.

ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყარაჯალას მაცხოვრებლებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, მოსწავლეებმა და მშობლებმა გაფრთხილება სკოლის დირექტორისგან მიიღეს.

თავად სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა ახალი წესის შემოღებას კატეგორიულად უარყოფს. „საუბარი ნამდვილად იყო, რომ ეს პროცესი რამენაირად შეგვეჩერებინა. თვითონ მშობლები ათხოვებენ 12-13 წლის ბავშვებს, ხან ისე, რომ ბავშვს გათხოვება არ უნდა. ამიტომ, მშობლების ერთი ნაწილის თხოვნა იყო, რომ მომხდარიყო დაჯარიმება და თანხა 5 000 ლარი იქნებოდა ეს თუ 4 000 ლარი, რომელიმე ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაერიცხათ, მაგალითად, ომში დაღუპულების ოჯახებს დახმარებოდნენ ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მაგრამ ამ წინადადებას სავალდებულო მოთხოვნის სახე არ მიუღია“, - განაცხადა ყარაჯალას სკოლის დირექტორმა ელზა აშიროვამ.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy