00:59:12

Share |

გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება ბალღოჯიანის სკოლის 4 მასწავლებელსაც შეუწყდა

სკოლის დირექტორის მიერ მოსწავლის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის 4 მასწავლებელსაც შეუწყდა, რომლებიც დირექტორს სს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ დროისთვის სკოლის დირექტორი ზურაბ თაბაგარი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

„ამ სამწუხარო ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ასევე ჩვენი გენერალური ინსპექციაა ჩართული და აქტიურად მუშაობს პროკურატურასთან“,- განაცხადა შაშკინმა.

სკოლის რამდენიმე  მასწავლებლის საჩივრის საფუძველზე გამოძიებაა დაწყებული ყვარლის პოლიციაში სსკ-ის 141-ე მუხლით, გარყვნილი ქმედება. საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობას  გურჯაანის რაიონული პროკურატურა  ახორციელებს. როგორც კახეთის  საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის  პროკურატურაში განუცხადეს, ზურაბ თაბაგარის მიმართ დევნა არ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედმა“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გაავრცელა.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy