საზოგადოება
გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება ბალღოჯიანის სკოლის 4 მასწავლებელსაც შეუწყდა
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010 15:33
სკოლის დირექტორის მიერ მოსწავლის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის 4 მასწავლებელსაც შეუწყდა, რომლებიც დირექტორს სს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ დროისთვის სკოლის დირექტორი ზურაბ თაბაგარი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
„ამ სამწუხარო ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ასევე ჩვენი გენერალური ინსპექციაა ჩართული და აქტიურად მუშაობს პროკურატურასთან“,- განაცხადა შაშკინმა.
სკოლის რამდენიმე მასწავლებლის საჩივრის საფუძველზე გამოძიებაა დაწყებული ყვარლის პოლიციაში სსკ-ის 141-ე მუხლით, გარყვნილი ქმედება. საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობას გურჯაანის რაიონული პროკურატურა ახორციელებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის პროკურატურაში განუცხადეს, ზურაბ თაბაგარის მიმართ დევნა არ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედმა“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გაავრცელა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












