03:00:33

Share |

14 ივნისს ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა

14 ივნისს, ქართველი კინომსახიობის, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა. ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა და 1953 წლის 14 ივნისს, თავისივე დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა. კინომსახიობის სახლ - მუზეუმი გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანშია და სავალალო მდგომარეობაშია. www.ick.ge დღეს მუზეუმიდან ფოტორეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ნატო ვაჩნაძე იყო საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. ნატო ვაჩნაძის ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ქმნიდა. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია „საქკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.

ნატო ვაჩნაძე ვარშავაში, ძველი არისტოკრატიული ჩამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში დაიბადა. გვარი პირველი ქორწინებიდან (მერაბ ვაჩნაძესთან) აიღო. მისი მეორე ქორწინება ნიკოლოზ შენგელაიასთან პირველი კინოოჯახი გახდა საბჭოთა კავშირში, რომელსაც მოჰყვა ანჯაფარიძე-ჭიაურელის, ორლოვა-ალექსანდროვისა და მაკაროვა-გერასიმოვის კავშირები. მოგვიანებით ნატო ვაჩნაძის უმცროსი ვაჟის, გიორგი შენგელაიას ქორწინებამ სოფიკო ჭიაურელზე მათი ოჯახი ყველაზე გავლენიანი გახადა საბჭოთა კავშირის კინოინდუსტრიაში. მისი მეორე ვაჟი, ელდარ შენგელაიაც კინორეჟისორია. უფროსი ვაჟი თენგიზ ვაჩნაძე - არქიტექტორი.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy