რუბრიკები
საზოგადოება
მთისძირში 24 წლის გიორგი მაზმიშვილს მეხი დაეცა
საზოგადოება
მთისძირში 24 წლის გიორგი მაზმიშვილს მეხი დაეცა
ხუთშაბათი, 17 ივნისი 2010 12:08
გუშინ, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში, 24 წლის გიორგი მაზმიშვილს მეხი დაეცა. მაზმიშვილი ძლიერი დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად მყოფმა კიდევ ორმა ახალგაზრდამ გოჩა მუსაშვილმა და ბესო პოსოშვილმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
მუსაშვილს თვალი აქვს დაზიანებული, პოსოშვილს კი მსუბუქი ხარისხის დამწვრობა აქვს. ისინი ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება ყვარლიდან, მაზმიშვილს მეხი დაახლოებით 22:00 საათისთვის დაეცა. ახალგაზრდები საზამთროს ბაღს დარაჯობდნენ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












