00:55:47

Share |

19 ივნისს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები იწყება

2010 წლის 19 ივნისს 9:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლოთეკის შენობაში (მის: გუდიაშვილის ქ. 7) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპს (ტესტურ გამოცდას).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, საორგანიზაციო კომისიაში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად საბუთები სულ 251 -მა მსურველმა შეიტანა. აქედან, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 127 გამოსაცდელი დარეგისტრირდა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 101  და საერთო სპეციალიზაციით 23.

საგამოცდო კრებული მოსამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით 100 ტესტს შეიცავს. მეორე ეტაპზე გასასვლელად გამოსაცდელმა 75 ტესტს სწორი პასუხი უნდა გასცეს. მეორე ეტაპი მოიცავს წერით გამოცდას, რომლის წარმატებით ჩაბარების  შემთხვევაში პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 2010  წლის 26 ივნისს ჩატარდება.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy