რუბრიკები
საზოგადოება
25 ივნისამდე წვიმებია მოსალოდნელი
საზოგადოება
25 ივნისამდე წვიმებია მოსალოდნელი
შაბათი, 19 ივნისი 2010 21:16
ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთსა და მაღალმთიან რეგიონებში კი სეტყვაც.
„არამდგრადი ამინდი 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. შემდეგ გამოიდარებს და 23-დან ისევ წვიმებს ვვარაუდობთ, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჰიდრომეტეოროლოგიური ბიუროს ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ. მისივე თქმით, კახეთში ტემპერატურა დღისით 24 – 26 გრადუსი იქნება, ღამით კი 16 – 19 გრადუსი.
ამინდის ცვალებადობას სინოპტიკოსები სიცხეების გამო ატმოსფეროში დიდი ოდენობით წყლის აორთქლებას უკავშირებენ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












