07:42:50

Share |

„ქრისტიან - დემოკრატები“ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34–ე მუხლის გაუქმებას ითხოვენ

ფრაქცია „ქრისტიან - დემოკრატები“ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34–ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ფრაქცია აღნიშნული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის კონსტიტუციური სამართალწარმოების დასაწყებად ყველა ბერკეტის გამოყენებას აპირებს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ლალიაშვილის თქმით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34–ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–6 და მე–7 მუხლებს და იგნორირებას უკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, არ ანიჭებს რა მას უპირატეს იურიდიულ ძალას შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. მისივე განმარტებით, „ეს იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საქმეზე, ეს მაინც არ ჩაითვლება საკმარის გარემოებად იმისათვის, რომ მოხდეს გადაწყვეტილების გადახედვა“.

„ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34–ე მუხლი ქვეყანაში მართლმსაჯულების განხოციელებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy