რუბრიკები
საზოგადოება
სტიქიის შედეგად გურჯაანის რაიონში 300-მდე ოჯახი დაზარალდა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად გურჯაანის რაიონში 300-მდე ოჯახი დაზარალდა
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 12:43
გუშინდელი სტიქიის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 300-მდე ოჯახი დაზარალდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ყველაზე მძიმე მდგომარეობა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენშია. შიდა საუბნო გზები ქვა - ღორღით არის სავსე. დაიხოცა შინაური ფრინველი.
სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი სოფლები ნანიაანი და ბაკურციხე, სადაც ნიაღვარმა სათავე ნაგებობები დააზიანა. ადიდებული ხევებიდან გადმოვარდნილმა წყალმა სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, სპეციალური კომისია ზარალს ადგილზე ითვლის. ამ დროისთვის სოფლებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












