რუბრიკები
საზოგადოება
კახეთში 25 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
საზოგადოება
კახეთში 25 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
პარასკევი, 25 ივნისი 2010 11:03
სტიქიის შედეგად, კახეთში, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 25 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჟანა დიდებაშვილმა განუცხადა, ელექტროენერგია დაზიანებების გამოა გათიშული. „ენერგოკომპანია მაქსიმალიურად ცდილობს ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდებოდეს, მაგრამ ტექნიკური სამსახური დაზიანებების აღმოფხვრას ვეღარ აუდის“, - განაცხადა დიდებაშვილმა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












