07:50:04

Share |

თელავის რაიონში 9 სოფელი დაისეტყვა

თელავის რაიონში სოფლები აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, ნასამხრალი, შალაური და კონდოლი დაისეტყვა. სოფლებში კისისხევში, კურდღელაურსა და კონდოლში დატბორილია საცხოვრებელი სახლებიც.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით ქსოვრელიშვილმა განუცხადა, სოფელ აკურაში დასეტყვილია მოსავლის 80%, ვანთაში 70%, ბუშეტში 70%, ქვემო ხოდაშენში 50%, წინანდალში 50%, კისისხევში 80%, ნასამხრალში 80%, შალაურში 70% და კონდოლში 15%.

„წუხანდელი სტიქიის შედეგად, სავარაუდოდ, რამდენიმე სოფელში დანგრეულია წყლის სათავე ნაგებობები. ველოდებით წყლის დონის კლებას, რომ დათვალიერება დავიწყოთ. შალაურის მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ სოფელში ასეთი წყალდიდობა არასოდეს უნახავთ“, - აღნიშნა ქსოვრელიშვილმა.

რაიონში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია მუშაობს. გამგებლის მოადგილის თქმით, ზარალის რაოდენობის დადგენის შემდეგ ინფორმაცია საქართველოს მთავრობას გაეგზავნება.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy