07:51:06

Share |

სარეზერვო სამსახური 40 წლამდე მამაკაცებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება

სარეზერვო სამსახური 40 წლამდე მამაკაცებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება, სამსახურის 18 დღიანი ვადა კი 45 დღემდე გაიზრდება. აღნიშნულ საკითხს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის“ შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იყო ინიცირებული.

როგორც მისი ერთ-ერთი ავტორი თავდაცვისა და უშშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სამსონ ქუთათელაძე განმარტავს, თავდაპირველად სარეზერვო სამსახური სავალდებულო იყო, თუმცა შემდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, რეზერვის გავლა ნებაყოფლობითი გახდა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებით კი, სარეზერვო სამსახური კვლავ სავალდებულო ხდება, სარეზერვო სამსახურში 18 დღიანი მსახურის ვადა კი, 45 დღემდე იზრდება.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს სამხედრო ძალების რეზერვის კატეგორიებს, რეზერვის ფორმირების, ორგანიზების და გავლის საფუძვლებს. გარდა ამისა, კანონპროექტით, სამხედრო სარეზერვო სამსახურში მყოფ პირს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი ექნება. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები სამსონ ქუთათელაძე, ლაშა თორდია და ზვიად კუკავა არიან.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy