რუბრიკები
საზოგადოება
კახეთის წყალს მიაქვს, დედოფლისწყაროში ნერგების ერთჯერადად მოსარწყავად კი 10 793 ლარი გამოიყო
საზოგადოება
კახეთის წყალს მიაქვს, დედოფლისწყაროში ნერგების ერთჯერადად მოსარწყავად კი 10 793 ლარი გამოიყო
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 09:42
კახეთში ინტენსიური წვიმების პერიოდში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა, ორგანიზაციას შპს „ტექნოსერვისი I“ ახლადდარგული ნერგების ერთჯერადად მოსარწყავად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 10 793 ლარი გამოუყო.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტი დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენის ღონისძიებებისთვის თანხას ითვალისწინებს. „10 793 ლარი სწორედ ამ მუხლიდან გამოიყო და ამაში არანაირი კანონდარღვევა არ არის. წვიმები დედოფლისწყაროშიც იყო, მაგრამ ნერგების მორწყვა მაინც საჭიროა“, - აღნიშნეს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












