საზოგადოება
სოფელ ჯოყოლოში მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 157-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
სამშაბათი, 29 ივნისი 2010 22:28
30 ივნისს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ქისტი განმანათლებლის, სასულიერო მოღვაწის, თეოლოგის, მწერლისა და პუბლიცისტის მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 157-ე წლის იუბილე, მისი წიგნის „პანკისის“ პრეზენტაცია და სახალხო ზეიმი გაიმართება.
ღონისძიება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ფინანსური მხადაჭერით ტარდება.
ხსოვნის საღამოში მონაწილეობას მიიღებენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე, „ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამა“, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, სოფელ ჯოყოლოს რწმუნებული, თსუ-ის პროფესორ - მეცნიერები, „კავკასიური სახლი“, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკა“, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „პანკისი“, ქისტ ქალთა ფონდი „მარშა კავკაზ“, მომღერალი სულთან ბორჩაშვილი, ქისტი პოეტები სულეიმან გუმაშვილი და ბორის ნაციშვილი, ჩეჩნეთის სახალხო არტისტი მუსა ნასაგაევი, ინგუშეთის სახალხო არტისტი ალაუდინ ესმურზიევი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები პანკისის კეთილდღეობისათვის“.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












