საზოგადოება
პატრიარქის თქმით, XXI საუკუნის ქართული სოფლების შექმნაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს
კვირა, 05 სექტემბერი 2010 17:16
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას XXI საუკუნის ქართული სოფლების შექმნის იდეაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. პატრიარქის განცხადებით, თანამედროვე სოფლის შექმნაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
„ძალიან გვადარდებს ყველას დემოგრაფიული საკითხი, ამიტომ გითხარით, რომ შეიქმნება XXI საუკუნის ქართული სოფლები, რომელსაც მე, ზოგადად, „მზე შინა და მზე გარეთა“ დავარქვი. ბევრი კითხულობს, როდის მოხდება საპატრიარქოს მიერ სოფლის შესაქმნელად მიწების გადაცემა. მინდა, გითხრათ, რომ არ დაგვიანდება, მთავარია მოვემზადოთ ამისთვის“, - აღნიშნა უწმინდესმა.
შეგახსენებთ, რომ XXI საუკუნის თანამედროვე სოფლის შექმნის იდეა პატრიარქმა გასულ კვირას გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ამისთვის საპატრიარქო მის მფლობელობაში არსებულ ათასობით ჰექტარ მიწას მოსახლეობას გადასცემს.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












