რუბრიკები
საზოგადოება
გურჯაანის რაიონში 11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება
გურჯაანის რაიონში 11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2010 12:53
გურჯაანის რაიონში 11 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა ლელა თევდორაშვილმა განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 სექტემბრამდე დასრულდება.
„დაზიანებული სახურავები თუნუქით გადაიხურა. მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა. ყველა ბაღში ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი“, - აღნიშნა ლელა თევდორაშვილმა.
7 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 300 ლარით დაფინანსდა, 4 საბავშვო ბაღს კი რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით ჩაუტარდა, რაზედაც 23 400 ლარი დაიხარჯა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












