07:59:22

Share |

„სტუდია რე“ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

„სტუდია რე“ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლობისკენ მოუწოდებსასოციაციამ „სტუდია რე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან შექმნილ პრობლემებზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სტუდია რე“ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე, ყოველკვირეულად სთავაზობს ტელემაყურებელს დისკუსიებს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გადაიცემა. წლების მანძილზე ჩვენი გადაცემები სამოქალაქო საზოგადოების ერთგვარ ტელეფანჯარად იქცა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების აქტიურ ნაწილს თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევა. დისკუსიების მომზადებისას ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სახის ორგანიზაციებთან, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

სამწუხაროდ, ბოლო ოთხი თვის მანძილზე „გაუგებარი გაუცხოება“ დამყარდა ჩვენსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის. მათ, ფაქტიურად ჩვენთან თანამშრომლობა შეაჩერეს. ორი თვის წინ, როდესაც დევნილთა უფლებებზე გადაცემაში სამინისტროს წარმომადგენელი ვალერი კოპალეიშვილი დავპატიჟეთ. მისი მზადყოფნის მიუხედავად, პრესსამსახურის გადაწყვეტილებით, ბატონმა ვალერიმ გადაცემაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც პრესცენტრში გვითხრეს, ამ თემაზე მხოლოდ კოპალეიშვილს შეეძლო საუბარი და ის თბილისში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ პრესსამსახურის უფროსს, ეკა გულუას ვთხოვეთ, თავად მივსულიყავით სამინისტროში და დისკუსიაზე დასმულ საკითხებზე მინისტრის მოადგილისათვის მოგვეთხოვა კომენტარი. ქალბატონმა ეკამ, რომელიც ყოფილი ჟურნალისტი გახლავთ, წერილობით შეკითხვების გაგზავნა მოგვთხოვა. მას შემდეგ რაც შეკითხვებთან ერთად დისკუსიის  ჩანაწერიც გავუგზავნეთ, დღის ბოლოს მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი გადაცემები ზედმეტად კრიტიკული და ტენდენციურია და ამიტომ სამინისტრო ჩვენთან არ ითანამშრომლებს.

ასეთი შეფასება ჩვენთვის მიუღებელია და ვერ გავიზიარებთ, რადგან ჩაწერას სამინისტროს წარმომადგენელი მათივე მიზეზით არ ესწრებოდა. გადაცემა   დევნილთა პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას ეხებოდა. დისკუსიაში მონაწილობდნენ დევნილთა პრობლემებით დაინტერესებული განსხვავებული მხარეები: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დევნილები, დევნილთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, დევნილების თემაზე სასაუბროდ სამინისტროს წარმომადგენელი მოვიწვიეთ. პასუხად კვლავ უარი მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ სამინისტრომ არ მოგვცა ნებართვა, გაგვეშუქებინა დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) პროექტი, რომელიც დევნილთა სამინისტროს დახმარებას ითვალისწინებს.

კოლეგა ჟურნალისტებთან საუბრიდან ვიცით, რომ „სტუდია რე“ არ არის ერთადერთი მედია ორგანიზაცია, ვის მიმართაც დევნილთა სამინისტრო მსგავსს დამოკიდებულებას ამჟღავნებს.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, ოქტომბრის თვეში, კონკრეტულად ამ  სამინისტროს, მისი საქმიანობისადმი კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების რეკომენდაცია მისცა. „საერთაშორისო გამჭირვალობის“ საანგარიშო კვლევაში წერია, რომ სამინისტრო მედიას თვითრეკლამის ინსტრუმენტად მიიჩნევს და არა ნეიტრალური ინფორმაციის გაზიარების მექანიზმად.

„სტუდია რე“-ს მაგალითის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არათუ გაითვალისწინა და გააუმჯობესა მედიის მიმართ დამოკიდებულება, პირიქით, ამ ხნის მანძილზე ფაქტიურად უარი თქვა ჩვენთან თანამშრომლობაზე, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ სამინისტროს თანამშრომლები სტუდიაში სასაუბროდ მოდიოდნენ. ეს თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან რომელიმე მხარის მონაწილეობის გარეშე მომზადებული გადაცემა მართლაც შესაძლოა არასრულყოფილი გამოვიდეს. რითაც პირველ რიგში მაყურებელი დაზარალდება.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ სამინისტრო შეცვლის თავის დამოკიდებულებას და  ჩვენ მოგვეცემა საშუალება დევნილთა საკითხებზე სრულფასოვანი და დროული გადაცემები  მოვამზადოთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გთავაზობთ დევნილთა თემაზე ჩაწერილ დისკუსიას

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy