რუბრიკები
საზოგადოება
ვიდეოკამერების დამონტაჟება გამაფრთხილებელი ნიშნით სავალდებულო ხდება
საზოგადოება
ვიდეოკამერების დამონტაჟება გამაფრთხილებელი ნიშნით სავალდებულო ხდება
პარასკევი, 27 იანვარი 2012 16:18
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც 2012 წლის 1-ელი მაისიდან ვიდეოკამერების დამონტაჟება შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნით სავალდებულო გახდა.
ცვლილების მიხედვით, როგორც ქუჩაში, ისე შენობაში, სადაც ვიდეოკონტროლი მიმდინარეობს, აუცილებელია არსებობდეს სპეციალური მინიშნება, რათა მოქალაქეები გადაღების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. „ეს პერსონალური მონაცემების დაცვის გამკაცრების ერთ-ერთი მექანიზმია“, - აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ნინო სარიშვილმა.
აქამდე ვიდეოთვალებთან დაკავშირებით ასეთი ვალდებულება არ არსებობდა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||








