07:59:53

Share |

შსს - სოფო ნიკოლაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფო ნიკოლაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული, რომელიც აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სოფიო დავითის ასული ნიკოლაშვილი, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 19, 108 და 236 მუხლებით. (მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება)“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ინციდენტი გუშინ, საღამოს ქალაქ გურჯაანში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა 21 წლის გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სოფო ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა. სოფო ნიკოლაშვილი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. კახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 19/108 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლის სოფო ნიკოლაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

© 2012 კახეთის საინფორმაციო ცენტრი. ყველა უფლება დაცულია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy