საზოგადოება
სოფიკო ნიკოლაშვილის მამა უფლებადაცვით ორგანიზაციებს მიმართავს
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2012 12:06
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის სოფიკო ნიკოლაშვილის მამა, „ქართული ოცნების“ აქტივისტი დავით ნიკოლაშვილი უფლებადაცვით ორგანიზაციებს მიმართავს.
დავით ნიკოლაშვილი უფლებადამცველებს სთხოვს, დაინტერესდნენ მისი შვილის საქმით და დარღვევებზე, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე რეაგირება მოახდინონ. „სპეციალურად გამიკეთეს, რომ გავემწარებინე, მაგრამ არ ვაპირებ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვცილდე. უფრო მეტიც, გაათმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ“, - განუცხადა დავით ნიკოლაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს. მისივე თქმით, მან სოფიკო ნიკოლაშვილის უფლებების დასაცავად, წერილობითი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისს.
ამავე თემაზე:
დავით ნიკოლაშვილი - ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო მოწყობილი (video)
© 2012 კახეთის საინფორმაციო ცენტრი. ყველა უფლება დაცულია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












