08:05:44

Share |

შსს - სოფიო ნიკოლაშვილმა გადაწყვიტა შურისძიების მოტივით მოეკლა გიორგი სიბაშვილი (video)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ სოფიკო ნიკოლაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, სოფიო ნიკოლაშვილმა წინასწარი განზრახვით საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარა მამამისზე, დავით ნიკოლაშვილზე რეგისტრირებული „ტანფულიოს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და შურისძიების მოტივით გადაწყვიტა მოეკლა გიორგი გოჩას ძე სიბაშვილი. მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანის დროს გიორგი სიბაშვილი შეეცადა ნიკოლაშვილისთვის იარაღის წართმევას, რა დროსაც იარაღიდან მოხდა გასროლა, თუმცა გასროლის შედეგად გიორგი სიბაშვილი არ დაშავებულა.

კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სოფიო დავითის ასული ნიკოლაშვილი.

ამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108 და 236 მუხლებით. (მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება ).

დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს“, - იტყობინება შსს.

სოფიო ნიკოლაშვილის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ დღეს, საღამოს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სცნობს, მაგრამ გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოფიციალურად დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, ასეთი განმარტება გააკეთა. ის ამბობს, რომ მას არ ჰქონია განზრახვა, გიორგი სიბაშვილი მოეკლა“,- განაცხადა მაგული ღვალაძემ.

შსს-ს ვიდეომასალა

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy