საზოგადოება
უცხოელმა ტურისტებმა ფიროსმანის სახლ - მუზეუმთან მისვლა ვერ შეძლეს
პარასკევი, 03 თებერვალი 2012 16:29
უცხოელი ტურისტების ჯგუფმა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმამდე მისვლა ვერ შეძლო. მუზეუმამდე მისასვლელი გზა თოვლისგან გასაწმენდია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმის თანამშრომლებმა განუცხადეს, მუზეუმთან მისასვლელ გზაზე თოვლი ნახევარ მეტრზე დევს.
„დაზიანებული გზის გამო დიდი ხანია მუზეუმში შემოვლითი გზით დავდივართ. სამსახურში მხოლოდ მამაკაცები ვახერხებთ მისვლას, ფეხზე ბოტები გვაცვია. ქალებისთვის კი ამხელა თოვლში სიარული ძალიან რთულია. ადგილობრივ გამგეობას გზის გაწმენდის თხოვნით მივმართეთ და ამ პრობლემას ალბათ მოაგვარებენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სახლ - მუზეუმის დირექტორმა ანზორ მაძღარაშვილმა.
„მანქანას რომელსაც ნორმალური საბურავები აქვს, გზაზე თავისუფლად გადაადგილდება. სახლ - მუზეუმის მუზეუმამდე მისვლაც შესაძლებელია“, - განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ალუღიშვილმა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












