საზოგადოება
„იმედმა“ რადიო „ჰერეთისა“ და ტელეკომპანია „კავკასიის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა - media.ge
პარასკევი, 03 თებერვალი 2012 20:01
ტელეკომპანია „იმედის“ თვითრეგულირების ორგანომ სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ (ლაგოდეხი) და ტელეკომპანია „კავკასიის“ საჩივარი არ დააკამყოფილა. „იმედის“ იურისტის გიგა გიორგაძის თქმით, სამოტივაციო ნაწილი მხარეებს ერთი კვირის ვადაში ჩაბარდებათ.
„დღეს უბრალოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოვაცხადეთ. რატომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილში იქნება განმარტებული“, - უთხრა Media.Ge-ს გიგა გიორგაძემ.
სამოტივაციო ნაწილს ელოდება „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. „იმედისგან“ სხვას არაფერს ველოდი. გადაწყვეტილების დასაბუთებას რომ ვნახავ, უფრო დეტალურად ვისაუბრებ“, - აღნიშნა ნინო ჯანგირაშვილმა.
თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება რადიო „ჰერეთის” დირექტორი რამაზ სამხარაძეც.
„ვეცადეთ, რომ კანონის ფარგლებში მიგვეღწია იმისთვის, რომ ეთერში გასული არასწორი ინფორმაცია გაესწორებინათ, თუმცა მათ ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა რამაზ სამხარაძემ. მისი თქმით, „ჰერეთი“ და „კავკასია“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „იმედში“ არსებულ სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრებენ.
„ჰერეთისა“ და „კავკასიის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ მათსავე თვითრეგულირების საბჭოში მას შემდეგ უჩივლეს, რაც 6 იანვრის საინფორმაციო გამოშვებებში გასულ სიუჟეტში ისინი პოლიტიკაში წასული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულეს და „ივანიშვილის მედიად“ მოიხსენიეს. მოსარჩელეებს „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა სურდათ. ამისათვის საეთერო დროის გამოყოფას 20:00 საათიან „ქრონიკაში“ ითხოვდნენ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












