კვირა, 18 დეკემბერი 2011 19:06
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარლის სახლში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი პირადად გადასცა .
სპორტი
კვირა, 18 დეკემბერი 2011 19:06
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარლის სახლში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი პირადად გადასცა .
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2011 09:55
ახალ ზელანდიაში დღეს რაგბიში მსოფლიოს თასის 2011 წლის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 11.30 საათზე დაიწყება.
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2011 10:43
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2011 09:48
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ შეხვედრას მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ვილნიუსში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2011 09:47
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო მატჩს დღეს, ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. თამაში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2011 10:52
4 სექტემბერს თელავში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართება. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.
ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2011 10:38
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ქალაქ კლაიპედაში შეხვედრა თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.
შაბათი, 13 აგვისტო 2011 22:17
მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კიევში მიმდინარე ტურნირზე, 81 კგ. წონით კატეგორიაში ღვინიაშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ღვინიაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა სამხრეთ კორეელი იონგილ კიმი, ბოსნიელი მურის ისმალოვიჩი და უზბეკი მუხრიდინ მირზაიორივი.
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2011 11:08
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, 22:30 საათზე ლიუბინის „დიალოგ არენაზე“ პოლონეთის გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ორშაბათი, 01 აგვისტო 2011 15:30
ახმეტაში მცხოვრებმა 19 წლის გიორგი მესაბლიშვილმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. მან „ა“კლასის საერთაშორისო ტურნირში, ჭიდაობა ძიუდოში, ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
პარასკევი, 11 თებერვალი 2011 13:02
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს.
შაბათი, 29 იანვარი 2011 18:41
თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშება ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი, ქართული ძიუდოდან ლეგენდალური ქართველი ძიუდოისტები, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და ოლიმპიური პრიზიორი ნესტორ ხერგიანი საზეიმოდ გააცილეს.
პარასკევი, 28 იანვარი 2011 13:19
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა. ლიგის შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მოაწერეს.
შაბათი, 22 იანვარი 2011 13:24
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ზვიად სიჭინავა უხელმძღვანელებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა, 33 დელეგატიდან, მონაწილეობა 30-მა მიიღო და მათ პრეზიდენტად ზვიად სიჭინავა ერთხმად აირჩიეს.
პარასკევი, 19 ნოემბერი 2010 10:50
ჭაბუკთა შორის ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატი ყვარელში ჩატარდება. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ცნობით, ჩემპიონატი 24 ნოემბერს დაიწყება, წელს პირველი ტური ჩატარდება, მეორე და მესამე ტურები კი 2011 წელს შედგება.
შაბათი, 06 ნოემბერი 2010 10:41
6 - 7 ნოემბერს, კახეთში საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი, ტროფი-რეიდი „Geo Trophy 2010“ გაიმართება. ტურნირის ფარგლებში ჯიპის ტიპის მანქანების ეკიპაჟებს ძნელად მისადგომი და გაუკვალავი ადგილების მინიმალურ დროში გავლა და ხელოვნურად და ბუნებრივად შექმნილი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევთ.
შაბათი, 30 ოქტომბერი 2010 20:37
საქართველოს მორაგბეთა 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრები 38-7დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ლელოები ლოსაბერიძემ, თხილაიშვილმა და აბრამიძემ გაიტანეს, ჯარიმები და გარდასახვები კი მჭედლიშვილმა შეასრულა.
პარასკევი, 10 სექტემბერი 2010 10:20
18 სექტემბერს, თელავში, ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განუცხადა, ტურნირში 20 ქვეყნის 100 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2010 09:03
2 სექტემბერს, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკდემიური თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩის კალათბურთში ღია პირველობა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაა.
ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2010 17:17
27 აგვისტოს, 16:00 საათზე, საინგილოში, სოფელ კახისთავში, ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს კახის რაიონის ქართული სოფლების ფეხბურთელები შეეჯიბრებიან. მატჩს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.
გვერდი 1 / 2
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს დონორების პოზიციას.
შესაბამისად, ფონდები არ არიან პასუხისმგებლები მასალის შინაარსზე.