პარასკევი, 10 სექტემბერი 2010 10:20
18 სექტემბერს, თელავში, ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განუცხადა, ტურნირში 20 ქვეყნის 100 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
„სპორტსმენები თელავში 16 სექტემბერს ჩამოვლენ. ჩოგბურთის მატჩები თელავის კორტებზე გაიმართება. ტურნირი 25 სექტემბერს დაიხურება,“ - აღნიშნა მიხეილ დაღუნდარიძემ.
ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 აშშ დოლარია, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და ჩოგბურთის ფედერაციამ დააწესეს. საპრიზო ფონდი პირველი და მეორე ადგილის მფლობელ სპორტსმენებზე, ასევე პირველი და მეორე ადგილის მფლობელ წყვილ სპორტსმენებზე განაწილდება.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












