შაბათი, 06 ნოემბერი 2010 10:41
6 - 7 ნოემბერს, კახეთში საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი, ტროფი-რეიდი „Geo Trophy 2010“ გაიმართება. ტურნირის ფარგლებში ჯიპის ტიპის მანქანების ეკიპაჟებს ძნელად მისადგომი და გაუკვალავი ადგილების მინიმალურ დროში გავლა და ხელოვნურად და ბუნებრივად შექმნილი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევთ.
ტურნირში მონაწილეობას სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს 30-მდე უმაღლესი კატეგორიის სპორტსმენი იღებს.
„Geo Trophy 2010“ TR2 და TR3 ჩათვლით კატეგორიებში გაიმართება. შეჯიბრი კახეთში, ხაშმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს სტარტს. დღევანდელი შეჯიბრის მონაწილეებს 67 კმ მონაკვეთის გავლა მოუწევთ. სპორტსმენები ასევე 50 კმ-იან ტრეკს დალაშქრავენ.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირი - „ოფროუდერს კლუბი“.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, „Geo Trophy 2010“-ის მსგავსი შეჯიბრი კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა. შეჯიბრში მონაწილეობას გამოცდილი და წარმატებული სპორტსმენები მიიღებენ.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, ეკიპაჟებმა საგანგებო წესით მოამზადეს ავტომობილები. „Geo Trophy 2010“-ში მონაწილეები ღამეს ღია ცის-ქვეშ, კარვებში გაათევენ“.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












