08:12:35

Share |

საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლება დაინერგება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სკოლებში ჩოგბურთის სწავლება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონეს გააუმჯობესებს და ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2010 - 2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე, ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება მოხდა, რამაც პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახადა. სპორტის სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, აწყობენ სასკოლო ჩემპიონატებს, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სკოლა ერთვება. ჯერ-ჯერობით განსაკუთრებული პოპულარობით სპორტის სამი სახეობა ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი სარგებლობს. ჩოგბურთის ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულება მომავალში ჩოგბურთის პოპულარობასაც გაზრდის და სპორტის ეს სახეობა უფრო მეტი მოზარდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით შეირჩევა საჯარო სკოლები, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთის სწავლებას განახორციელებს და სპორტის მასწავლებლებს გადაამზადებს. ფედერაცია სამინისტროს მიერ შერჩეული სკოლების შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღჭურვასა და სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებებს უზრუნველყოფს.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28            

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy