ორშაბათი, 01 აგვისტო 2011 15:30
ახმეტაში მცხოვრებმა 19 წლის გიორგი მესაბლიშვილმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. მან „ა“კლასის საერთაშორისო ტურნირში, ჭიდაობა ძიუდოში, ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ევროპის ჩემპიონატი სად და როდის ჩატარდება, ჯერ უცნობია. მესაბლიშვილი საქართველოში სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდება“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა გი ნადირაძემ.
გიორგი მესაბლიშვილი ახმეტის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












