08:13:35

Share |

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ქალაქ კლაიპედაში შეხვედრა თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

რუსეთის ნაკრები, სლოვენიასთან ერთად, D ჯგუფში ფავორტად მიიჩნევა. გუშინ რუსი კალათბურთელები უკრაინელებს შეხვდნენ და 73:64 გაიმარჯვეს, ხოლო სლოვნიამ ბულგარეთს 67:59 მოუგო.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კი, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე გუშინ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც კლაიპედაში ოჯახთან ერთად იმყოფება.

ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში საკმაოდ ძლიერი მეტოქე, ბელგიის ნაკრები 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 59:81 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იყო. მან შეხვედრის განმავლობაში 16 ქულა დააგროვა. ასევე შედეგიანი და თამაშის გამორჩეული მონაწილე იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც საბოლოო ჯამში 13 ქულა დააგროვა.

შეხვედრის ოთხივე პერიოდი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპირველობაზე წელს პირველად გამოდის.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში, სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.

ლიტვის ქალაქ კლაიპედაში ევროპის ჩემპიონტის პირველი ჯგუფური ეტაპი 5 სექტემბერს დამთავრდება. შემდეგ ეტაპზე ბრძოლას ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom east-northeast21°C0.7m/s
2.4mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.4m/s
0mm
სამშაბათი 22.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast24°C3.7m/s
0mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.0m/s
0.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy