სამშაბათი, 31 აგვისტო 2010 17:39
საქართველოში ტურისტული მარშუტებისა და ინფრასტრუქტურის ასათვისებლად კომპანია „ასტ-ტრეველის“ ორგანიზებით ჩეხეთის, თურქეთის, ლიტვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებმა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონები მოინახულეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელისუფლება ნომერ პირველ პრიორიტეტად ასახელებს, ირკვევა რომ საქართველოში არის ადგილები, რომელიც უცხოელ ტურისტებს თანამედროვე ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებშიც იზიდავს.
პარასკევი, 13 აგვისტო 2010 15:31
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგების საბოლოო ანგარიში გამოსცა. ანგარიშს თან ერთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეოპორტალის - hridc.tv-ს მიერ მომზადებული ფილმი, რომელშიც ვიდეოკამერებით დაფიქსირებული საარჩევნო დარღვევებია თავმოყრილი.
ორშაბათი, 09 აგვისტო 2010 10:49
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა 2010 წლის 6 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ კვეზერელი დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 180-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორშაბათი, 02 აგვისტო 2010 12:42
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა ალვერდ ჩანქსელიანმა და ხათუნა ახალაიამ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს მადონა ბატიაშვილსა და გელა მთივლიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი 29 ივლისს, 17:00 საათზე, სამინისტროს შენობაში, ორჰუსის ცენტრში მოხდა.
ორშაბათი, 02 აგვისტო 2010 09:23
ეს ხმამაღალი „ზიქრის“ რიტუალია, რომელსაც პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი ქალები მათი სულიერი ლიდერის, ქუნტა ჰაჯის პატივსაცემად ასრულებენ. „ზიქრის“ რიტუალით - სიმღერით და სხვადასხვა მოძრაობით მორწმუნეები ტრანსს აღწევენ, რითაც ღმერთს უახლოვდებიან. აქაური სუფისტები თავს ტრადიციული ისლამის მიმდევრებსაც უწოდებენ.
ხუთშაბათი, 29 ივლისი 2010 13:26
ბუდაპეშტში გამართულ პლანეტის პირველობაზე საგარეჯოელმა დავით ხუციშვილმა და გორელმა ლადო ხინჩაძემ ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს.ხუციშვილმა ნახევარფინალში რუსი, ხოლო ფინალში თურქი მოჭიდავე დაამარცხა. მშობლიურ სოფელ საგარეჯოში დაბრუნებული პლანეტის ჩემპიონი ვარჯიშს კვლავაც რამაზ ჭაბაშვილთან განაგრძობს და ახლა უკვე ოლიმპიადისთვის ემზადება.
ხუთშაბათი, 29 ივლისი 2010 11:50
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტ - გაზეთის www.ick.ge პრეზენტაცია გაიმართა და გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომლის თემაა „ადამიანების ცხოვრება 21-ე საუკუნის კახეთის სოფლებში“.
ოთხშაბათი, 21 ივლისი 2010 10:33
ყვარელში გამართულ მთავრობის გასვლითი სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ცხარედ გააკრიტიკა. მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მეტი ტურისტის აჭარის რეგიონში სტუმრობას მთავრობის ცუდ მუშაობას უკავშირებს. მისივე თქმით, ეს ცალკეული მოხელეების არაპროფესიონალიზმის შედეგია. მიხეილ სააკაშვილმა გარემოს დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების და ჯანდაცვის სამინისტროებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ამ უწყებეში მომუშავე კადრების მიმართ კრიტიკის სიტყვები არ დაიშურა.
პარასკევი, 16 ივლისი 2010 13:24
გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ კორპუსებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები 16 ივლისს, 8:00 საათზე გამოასახლეს. გამოსახლებაში მონაწილეობას კახეთის თითქმის ყველა რაიონის პოლიცია იღებდა, სულ 196 პოლიციელი. გამოსახლებას კახეთის პოლიციის უფროსი დავით ქოქიაშვილი ხელმძღვანელობდა.
პარასკევი, 09 ივლისი 2010 19:20
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში საპროტესტო აქცია გაიმართა. 200-მდე ადამიანმა მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც სასმელი წყლის გარეშე დარჩენილ სოფელში ჭაბურღილის მოწყობას სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის უბანში ითვალისწინებს. აქციაზე დეპუტატი ნოდარ ღლიღვაშვილი თანამოაზრეებთან ერთად იყო მისული. დეპუტატი აქციის მონაწილეებს უცენზურო სიტყვებით აგინებდა და იმ შემთხვევაში თუ არ გაჩუმდებოდნენ და არ დაიშლებოდნენ, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
პარასკევი, 09 ივლისი 2010 16:07
სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები აბეწვაშვილების ოჯახი სიღნაღის სოციალური მომსახურების ცენტრს ბავშვების წართმევაში ადანაშაულებს. 6 წლის ანა და 3 წლის მიხეილ აბეწვაშვილები, ცენტრის თანამშრომლებმა, ოჯახის თანხმობის გარეშე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, ამჟამად კი დავა მესამე ბავშვზეა, 1 წლის გიორგი აბეწვაშვილზე. ბავშვების დედის ნინო ქემაშვილის თქმით, სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომელმა მას ბავშვის გაყიდვა შესთავაზა, რაზედაც დედამ უარი თქვა და დახმარებისთვის ადვოკატს მიმართა.
გვერდი 1 / 2
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||














