კვირის რეპორტაჟი - 22.01.2012
კვირა, 22 იანვარი 2012 22:32
მდინარე ლუხუნის არსებობის ბოლო წელი. ქვემო რაჭის ულამაზესი ხეობა ბოლო დღეებს ითვლის. როგორ შენდება ლუხუნზე ჰესების კასკადი. 54 წლის წინ მეზობელ მდინარეზე დაკვირვებების მიხედვით, წელს ლუხუნის ბედს საქართველოს კიდევ 22 მდინარე გაიზიარებს. მთავრობისა და ეკოლოგების დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები.
როგორ აღმოჩნდნენ მმართველი პარტიის მსხვილ შემომწირველთა სიაში ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვროვენ? რა ოდენობის შავი შემოწირულობა გათეთრდა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე? შეამოწმებს თუ არა კონტროლის პალატა „ნაციონალურ მოძრაობას“? „კვირის რეპორტაჟის“ ერთი წლის წინ დაწყებული ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელება.
80 დღიანი ტყვეობის შემდეგ ოძისელმა პაატა ჯავახიშვილმა ცხინვალის ციხე დატოვა. სულ მალე ოსები 66 წლის ჯემალ მიდელაშვილსაც გაანთავისუფლებენ, რომელიც სამ წელიწადნახევარია ტყვეობაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციპზე „ყველა ყველაზე“, მხოლოდ ერთი დათქმით დათანხმდა. ისტორიული გარიგება - თბილისი და ცხინვალი ტყვეების საბოლოო გაცვლისთვის ემზადებიან.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












