03:29:00

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“სოფელ ვეძათხევში მესამედ ვიყავი, ორჯერ არჩევნებამდე, მესამედ 2 დღის წინ. დამეწყრილ და უპატრონოდ მიტოვებულ სოფელში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ვინც ქირით სხვაგან გადასვლის საშუალება გამონახა, სოფელი დატოვა.

ვრცლად

 

მიმართვა პატრიარქს – შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებით

მიმართვა პატრიარქს – შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებითსრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორეს სახელზე ინტერნეტში მიმართვა გავრცელდა. ხელმომწერები ითხოვენ, შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებით. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ვრცლად

 

ახმეტაში სტალინის განახლებული ძეგლი გაიხსნა (Photos)

ახმეტაში სტალინის განახლებული ძეგლი გაიხსნაახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში სტალინის განახლებული ძეგლი გაიხსნა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება ახმეტიდან, ძეგლის გახსნას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი დაესწრნენ. ისინი ძეგლის აღდგენას მიესალმნენ.

ვრცლად

 

თელავში მედია კაფე გაიხსნა

თელავში მედია კაფე გაიხსნათელავში, გაზეთმა „კახეთის ხმამ“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ და IREX-ის ფინანსური მხარდაჭერით მედია კაფე გახსნა. როგორც „კახეთის ხმის“ დირექტორმა მაია მამულაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მედია კაფეში პრეზენტაციები, გამოფენები, დისკუსიები და სხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. მისი თქმით, ორგანიზაციებს მედია კაფეს დაქირავება შეღავათიან ფასში შეეძლებათ.

ვრცლად

 

სიღნაღში მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

სიღნაღში მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვასიღნაღის რაიონში ვაქირის მე–5 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის შედეგად 527 ხმით (85,09%) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა გაიმარჯვა. 86 ხმა (14%) მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა.

ვრცლად

 

კახეთში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 30-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა (Photos)

კახეთში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 30-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირაკახეთში, საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საარჩევნო უბნებზე 30-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა. ყველაზე სკანდალური დარღვევა, პანკისის ხეობის სოფელ დუისში N5 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რის გამოც ორგანიზაციის (HRIDC) დამკვირვებელმა გელა მთივლიშვილმა კენჭისყრის ჩაშლა მოითხოვა.

ვრცლად

 

თუ არ შევცვალეთ, ამას 1 ოქტომბერს ვეღარ გადავიღებთ! (Photos)

თუ არ შევცვალეთ, ამას 1 ოქტომბერს ვეღარ გადავიღებთ!ცესკო–ს 24 სექტემბრის დადგენილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ცესკო–ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით).

ვრცლად

 

Associated Press - საქართველოს ციხეებში წამების ამსახველი ვიდეო არჩევნების წინ ქვეყანაში რყევებს იწვევს

Associated Press - საქართველოს ციხეებში წამების ამსახველი ვიდეო არჩევნების წინ ქვეყანაში რყევებს იწვევსვიდეოები, სადაც ასახულია პატიმრებზე ძალადობის ფაქტები საქართველოში, ქუჩის საპროტესტო აქციებისა და მთავრობასა და ოპოზიციას შორის მწვავე ურთიერთბრალდებების მაპროვოცირებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების წინ.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ აქცია თელავში

„ქართული ოცნების“ აქცია თელავშითელავში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა კოალიციის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა მიიღო. მხარდამჭერებს სიტყვით ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. კოალიციის ლიდერმა აქციის მონაწილეებს კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარუდგინა.

ვრცლად

 

დაღესტნის საზღვართან ლოპოტას ხეობა ბლოკირებულია

DSC_2276შსს–ს ქვედანაყოფებს კახეთში, დაღესტნის საზღვართან ლოპოტრას ხეობა მთლიანად ბლოკირებული აქვთ. შსს–ს ინფორმაციით, საქართველო – რუსეთის საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და შსს–ს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.

ვრცლად

 

თრუსოს ხეობაში ტრავერტინებს განადგურება ემუქრება - icmm.ge

თრუსოს ხეობაში ტრავერტინებს განადგურება ემუქრებაოთხწლიანი პაუზის შემდეგ თრუსოს ხეობაში ნახშირმჟავა აირის მომპოვებელი ჭაბურღილი ისევ ამოქმედდება. შპს „კასარა“ თრუსოს მინერალური წყლების საბადოებიდან CO2–ის მოპოვებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში განაახლებს. „კასარას“ მფლობელები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა მალანიას შვილი აკაკი მალანია და შპს „ქროსვეისი“ არიან, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ის მფლობელს თეიმურაზ უგულავას ეკუთვნის. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ნახშირმჟავა აირის მოპოვების განახლების შემთხვევაში რეკრეაციული დანიშნულების უნიკალურ ხეობას და ტრავერტინებს განადგურება ემუქრება.

ვრცლად

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თელავში, ახმეტასა და ყვარელში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თელავში, ახმეტასა და ყვარელში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინაპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის, ახმეტის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენას ძირითადად სახელისუფლებო პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და მოსამსახურეები ესწრებოდნენ.

ვრცლად

 

უფასო სმა – ჭამა წინასაარჩევნოდ ქდმ–გან (Photos-Video)

mwvadi„ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები გურჯაანში, დიდების მემორიალზე კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან მარშუტკებით ჩამოყვანილ მხარდამჭერებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ პარტიამ მემორიალზე შეკრებილ ხალხს მწვადით, კიტრით, პომიდორით, პურით და ღვინით უმასპინძლა.

ვრცლად

 

20 წლის ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა (Photos)

kax20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. შავდათუაშვილმა ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალში 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა საკუთარ ანგარიშზე იუკო ჩაიწერა და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.

ვრცლად

 

სოფელი ვაჩნაძეანი – სტიქიის ეპიცენტრი

სოფელი ვაჩნაძეანი – სტიქიის ეპიცენტრიგრიგალის და ძლიერი სეტყვის შედეგად კახეთში ყველაზე მეტად სოფელი ვაჩნაძეანი დაზარალდა.

ვრცლად

 

მერაბიშვილი – თუ სისტემატურად ხალხმა არ იარა ექიმთან, ისე შეუძლებელია ჯანმრთელი საზოგადოების შექმნა

მერაბიშვილი – თუ სისტემატურად ხალხმა არ იარა ექიმთან, ისე შეუძლებელია ჯანმრთელი საზოგადოების შექმნასაქართველოს პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საგარეჯოს ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერეს. მინისტრებმა კლინიკაში მყოფი პაციენტები მოინახულეს და მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

ვრცლად

 

კახი კალაძე და ზურაბ ზვიადაური ახმეტაში მხარდამჭერებს შეხვდნენ

კახი კალაძე და ზურაბ ზვიადაური ახმეტაში მხარდამჭერებს შეხვდნენკოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები კახი კალაძე და ზურაბ ზვიადაური ახმეტაში მხარდამჭერებს შეხვდნენ და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.

ვრცლად

 

ნახეთ, მუცო რა მდგომარეობაშია... „ბეჭებგაბზარულიც“ აღარ არის!

ნახეთ, მუცო რა მდგომარეობაშია... „ბეჭებგაბზარულიც“ აღარ არის!სადღაც ლამპიონთა ღაღანია, სადღაც ცეკვაა და არღანია, სადღაც ვაჭრობაა გაგანია, ვიღაც მდიდრდება და წუწკობს. აქ კი აღარც თორღვა ძაგანია, აღარც ფარ-შუბების ჭახანია, მშველელს ელოდება რა ხანია ბეჭებგაბზარული მუცო.

/ავტორი – გელა დაიაური/

ვრცლად

 

პრეზიდენტის ვენახი

8საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა მეზობლებთან კუკური კუპრაშვილთან, თამაზ დარჩიაშვილთან და გივი მამულაშვილთან ერთად საკუთარი ვენახი შეწამლა. სააკაშვილს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც ეხმარებოდა.

ვრცლად

 

სააკაშვილი – გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უნდა, უხარია, მოსწონს და ამას გამოხატავს

სააკაშვილი – გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უნდა, უხარია, მოსწონს და ამას გამოხატავსსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთში იმყოფებოდა. სააკაშვილმა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რის შემდეგაც აგრონომიულ ცენტრს ეწვია.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 17

ფირნიშები

ვიდეო

თელავის გამგებელს კორუფციაში ადანაშაულებენ – შვილებს გეფიცებით არაფერ შუაში ვარ

 

ვიდეო

მელორ ვაჩნაძის სასამართლო პროცესი

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებებობზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.05.13
10:00-13:00
Rainfrom east-southeast15°C1.4m/s
0mm
13:00-19:00
Heavy rainfrom southeast16°C4.2m/s
7.3mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom east12°C3.7m/s
0.2mm
სამშაბათი 21.05.13 13:00-19:00
Fairfrom southeast18°C1.0m/s
0mm
ოთხშაბათი 22.05.13 10:00-16:00
Partly cloudyfrom south16°C0.3m/s
0mm
ხუთშაბათი 23.05.13 10:00-16:00
Cloudyfrom east-southeast17°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივლისი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy