პარასკევი, 24 მაისი 2013 18:26
საქართველოს მთავარი პროკურატურა კახეთის გუბერნატორის დაკავებისას პროცესუალურ დარღვევებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი აქვს, თუმცა იმუნიტეტი არ იცავს. პროკურატურა განმარტავს, რომ არაუფლებამოსილი პროკურორის მიერ ჭიაბერაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.












