00:08:35

ახმეტაში VI საუკუნის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი შესაძლოა, სულ განადგურდეს

ახმეტაში VI საუკუნის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი ინგრევა. კომპლექსი „ღვთაების“ სამნავიანი ბაზილიკის, დარბაზული ტიპის ეკლესიის, დიდი მარნის, ორსართულიანი სასახლისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ნანგრევებისგან და ნაშთებისგან შედგება.

ვრცლად

 

ლაგოდეხის ნაკრძალში მე-9 საუკუნის ეკლესია ნადგურდება

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში მე-9 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია ნადგურდება. შემორჩენილია მხოლოდ შუა ნავის ჩრდილო კედელი, დასავლეთისა და სამხრეთის კედლების ნაწილები, აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთის მცირე ეკლესიის მინაშენის ნანგრევები.

ვრცლად

 

კისისხევში უძველესი ეკლესია ინგრევა (photo)

თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ნათლისმცემლის სახელობის უძველესი ეკლესია ინგრევა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განუცხადა, ეკლესიის მდგომარეობის შესახებ შესაბამის ორგანოებს გასულ წელს აცნობეს, მაგრამ არავინ დაინტერესდა.

ვრცლად

 

კაჭრეთში სტანისლავ სადალსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“რუსული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სტანისლავ სადალსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ვრცლად

 

„ქაჩალაურის“ ციხე-სიმაგრე ინგრევა, ფრესკები ნადგურდება (photo)

ახმეტის რაიონის სოფელ ხევისჭალაში მე-10 საუკუნის „ქაჩალაურის“ ციხე-სიმაგრე ინგრევა. ციხის კარიბჭე უკვე ჩამონგრეულია. იშლება გალავანიც, რაც საფრთხეს უქმნის ეკლესიას. ტაძარს სახურავი აღარ აქვს და ზიანდება ეკლესიაში შემორჩენილი ღვთისმშობლის ფრესკები.

ვრცლად

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - კვეტერას მდგომარეობა საგანგაშო არ არის

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - კვეტერას მდგომარეობა საგანგაშო არ არისკახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე კვეტერას ციხე - ქალაქის კომპლექსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტორეპორტაჟს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა.

ვრცლად

 

ფიროსმანის „შავი ლომის“ საქმეზე სასამართლო პროცესი 26 აპრილს განახლდება

ფიროსმანის „შავ ლომთან“ დაკავშირებით სასამართლო პროცესი 26 აპრილს განახლდება. საქმის განხილვა ერთ-ერთი მომჩივანი მხარის, მირელ ზდანევიჩ ქუთათელაძის გარდაცვალების გამო შეჩერდა.

ვრცლად

 

ფიროსმანის სახლ - მუზეუმის დირექტორობა ორ კანდიდატს სურს

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2 განაცხადია შესული. დირექტორობა ანზორ მაძღარაშვილს სურს, რომელიც ყოფილი დირექტორია და ახლა მოვალეობას ასრულებს. მეორე კანდიდატი კი დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომელი ნელი გობეჯიშვილია.

ვრცლად

 

100-მდე ქართული ძეგლი Google Map-ზე განთავსდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში პროექტის „100 ქართული ძეგლი Google Map-ზე“ პრეზენტაცია გაიმართა. დღეიდან Google Map - ზე უკვე შესაძლებელია 100 მდე ქართული ძეგლის მარტივად და სწრაფად მოძიება.

ვრცლად

 

ფიროსმანის „მეარღნე“ უკანონო გასხვისებას გადაურჩა

ფიროსმანის „მეარღნე“ უკანონო გასხვისებას გადაურჩაიუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ფიროსმანის „მეარღნე“ უკანონო გასხვისებას გადაურჩა.

ვრცლად

 

თელავში ნაძვისხის დადგმა 30 ათასი ლარი დაჯდა (photo)

თელავში, თეატრის შენობის წინ, ათი მეტრის სიმაღლის ნაძვისხე დადგეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განუცხადა, ნაძვისხე თურქეთში შეუკვეთეს და 30 ათასი ლარი დაჯდა.

ვრცლად

 

ნიკო ფიროსმანაშვილზე ახალი წიგნი გამოიცა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ნიკო ფიროსმანაშვილზე ახალი წიგნი „ფიროსმანაშვილი 100 კვადრატი“ გამოსცა. წიგნის ავტორი მხატვარი ვახტანგ რურუაა. წიგნში ფიროსმანის შემოქმედება განსხვავებული კუთხით არის წარმოდგენილი.

ვრცლად

 

ანსამბლი „გურჯაანი“ მაროკოში ფოლკლორის მსოფლიო ფესტივალზე მიიწვიეს

ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „გურჯაანი“ მაროკოში ფოლკლორის მსოფლიო ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალი 12 იანვარს დაიწყება და 1 თებერვალს დამთავრდება. ფესტივალში 13 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

ვრცლად

 

ყვარელში დოკუმენტური ფილმის „გრემი“-ს პრეზენტაცია გაიმართება

ყვარელში დოკუმენტური ფილმის „გრემი“-ს პრეზენტაცია გაიმართება

21 დეკემბერს, ყვარელში, გრემის სამონასტრო კომპლექსის მუზეუმში, ისტორიულ დოკუმენტური ფილმის „გრემი“-ს პრეზენტაცია გაიმართება. ფილმში წყაროებზე დაყრდნობით აღდგენილია როგორ ხდებოდა მეფედ კურთხევა და სამხედრო აღლუმების ჩაბარება. ფილმის ჩვენება 17:00 საათზე დაიწყება.

ვრცლად

 

ფუძნარის ტაძარში გადაუდებელი სამუშაოები დაიწყო

ფუძნარის ტაძარში გადაუდებელი სამუშაოები დაიწყო„ფუძნარის ღვთისმშობლის გუმბათოვან ტაძარს განადგურება აღარ ემუქრება“, - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

ვრცლად

 

14 დეკემბერს თელავში კამერული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება

14 დეკემბერს, თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დიდ საკონცერტო დარბაზში კამერული მუსიკის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ვრცლად

 

დედოფლისწყაროში 9-10 მილიონი წლით დათარიღებული ნამარხი აღმოაჩინეს

დედოფლისწყაროში, დალის ხეობაში პალეონტოლოგებმა 9-10 მილიონი წლით დათარიღებულ ცხოველთა ეშვებს მიაკვლიეს. ნამარხში სავარაუდოდ მასტოდონტის მთლიანი ჩონჩხია შემონახული. ნაშთებს შესასწავლად ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ.

ვრცლად

 

ანზორ მაძღარაშვილი - გედევანიშვილებმა ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ 30-იან წლებში იყიდეს

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმის დირექტორის ანზორ მაძღარაშვილის თქმით, ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“, რომელიც „სოტბის“ აუქციონზე 500 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, გედევანიშვილებმა 30-იან წლებში „თეთრი დუქნიდან“ იყიდეს.

ვრცლად

 

ნიკალას „შველი წყლის პირას“ „სოტბის“ აუქციონზე 500 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

ნიკალას კიდევ ერთი ტილო საქართველოს ფარგლებს გარეთ გასხვისდა. ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ ლონდონის „სოტბის“ აუქციონზე 500 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

ვრცლად

 

ლაგოდეხის რაიონში კიდევ ერთი უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში მოსწავლეებმა მდინარე ბაისუბნის ნაპირებზე  საძვალე შენიშნეს, რომლის შესწავლის შემდეგაც გაირკვა, რომ სამარხი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 მე-2 საუკუნეებს განეკუთვნება. სამარხი სავარაუდოდ მებრძოლისაა, რადგან მასში რკინის შუბი და თიხის ჭურჭელია ნაპოვნი.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 20

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
07:00-13:00
Fairfrom southwest-10°C0.9m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy