11:21:13

გურჯაანის რაიონში შუასაუკუნეების ნამოსახლარი აღმოაჩინეს

გურჯაანის რაიონში, სოფელ ჭერემიდან 5 კილომეტრში, ხარისთავის ნამოსახლარი აღმოაჩინეს. ადგილზე იპოვეს ნივთები, რომლებიც წინასწარი ინფორმაციით, XVIII საუკუნეს ეკუთვნის.

ვრცლად

 

აბულფაზ გარაევი - ქურმუხის ეკლესია საერთო კულტურის ძეგლია, როგორც დავით გარეჯი

ქურმუხის ეკლესია საერთო კულტურის ძეგლია, ისევე როგორც დავით გარეჯი. ამის შესახებ აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა აბულფაზ გარაევმა განაცხადა, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მისი განცხადებით, დავით გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანის ეროვნულ პარკის ტერიტორიაზეა.

ვრცლად

 

მუზეუმებში მისულ მოსწავლეებს განმეორებითი ვიზიტისათვის უფასო ბილეთი გადაეცემათ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში მისულ სკოლის მოსწავლეებს 23 აპრილიდან განმეორებითი ვიზიტისათვის უფასო ბილეთი გადაეცემათ.

ვრცლად

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში ფილმის „ღრუბლებს ზემოთ“ ჩვენება გაიმართება

12 აპრილს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში (გურჯაანი, ნონეშვილის N1) რეჟისორ მარი გულბიანის ფილმის „ღრუბლებს ზემოთ“ ჩვენება გაიმართება. ჩვენება 14:00 საათზე დაიწყება, დასწრება უფასოა. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც რეჟისორიც მიიღებს მონაწილეობას.

ვრცლად

 

ფიროსმანის მუზეუმს „მუშა სოსო“ და „მალაკნების ქეიფი“ დაუბრუნდა

სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლ – მუზეუმს მხატვრის ორიგინალი ტილოები „მუშა სოსო“ და „მალაკნების ქეიფი“ დაუბრუნეს. ნამუშევრები სახლ – მუზეუმიდან 2007 წელს გაიტანეს და სიღნაღის მუზეუმი მის დაბრუნებაზე წლების განმავლობაში უარს ამბობდა.

ვრცლად

 

რობერტ სტურუა თელავის თეატრის სამხატვრო კონსულტანტად დაინიშნა

რეჟისორი რობერტ სტურუა თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო კონსულტანტად დაინიშნა. როგორც თეატრის მმართველმა პაატა გულიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რობერტ სტურუა შემოქმედებით პროცესს უხელმძღვანელებს.

ვრცლად

 

26 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ 26 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ძეგლის სტატუსის ობიექტს ყოველგვარი სახეცვლილებისგან იცავს და სახელმწიფოს მის მოვლას ავალდებულებს.

ვრცლად

 

შარლ აზნავურის კონცერტზე ბიუჯეტიდან 1 356 800 ლარი დაიხარჯა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი შარლ აზნავურის ჰონორარის და მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიების“ ხარჯთაღრიცხვას ავრცელებს. ინსტიტუტის მიერ კულტურის სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, 2012 წლის ივნისში, ყველაზე დიდი თანხა, 1 356 800 ლარი გამოიყო ახალციხეში კონცერტის ჩატარებისთვის.

ვრცლად

 

მანანა ბერიკაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

„ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი მანანა ბერიაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას მოადგილედ დაინიშნა.

ვრცლად

 

გურამ ოდიშარია – „ერეკლეს მუზეუმში დაშლილი და განადგურებულია ძვირფასი ძეგლები

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, ერეკლეს მუზეუმში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან ფაქტობრივად დაშლილი და განადგურებულია ისეთი ძვირფასი ძეგლები, რომლის აღდგენა ძნელია.

ვრცლად

 

ახმეტაში ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია ჩამოინგრა

ახმეტაში ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია ჩამოინგრა. ტაძარი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. იგი სამნავიანი, დარბაზული ტიპის შენობაა და X საუკუნეშია აგებული.

ვრცლად

 

ჭანდარში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა. ეკლესია XI-XII საუკუნეებშია აშენებული. დაბზარულია კედლებიც. ბზარების სიგანე უკვე 30 სანტიმეტრს აღწევს.

ვრცლად

 

ლოპოტას ტბაზე ამერიკული ჯაზის საღამო გაიმართება

ლოპოტას ტბაზე ამერიკული ჯაზის საღამო გაიმართებადღეს, 30 ნოემბერს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე, აშშ–ს საელჩო წარმოგიდგენთ ჯაზ კვარტეტს ნიუ იორკიდან. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. კვარტეტი ასრულებს სიმღებს ჯაზის „ოქროს ხანიდან“. მათი მუსიკა შთაგონებულია ჯაზის დიდი ოსტატების - ლუი არმსტრონგის, დიუკ ელინგტონის, ჩარლი პარკერის და დიზი გილესპის მიერ.

ვრცლად

 

აშშ–ს საელჩო წარმოგიდგენთ ჯაზ კვარტეტს ნიუ იორკიდან

26 – 30 ნოემბერს, ამერიკის საელჩოს ორგანიზებით საქართველოს ეწვევა არი როლანდ ჯაზ კვარტეტი ნიუ იორკიდან. კვარტეტი ასრულებს სიმღებს ჯაზის „ოქროს ხანიდან“. მათი მუსიკა შთაგონებულია ჯაზის დიდი ოსტატების - ლუი არმსტრონგის, დიუკ ელინგტონის, ჩარლი პარკერის და დიზი გილესპის მიერ.

ვრცლად

 

27 ნოემბერს თელავში ამერიკული ჯაზის საღამო გაიმართება

27 ნოემბერს, თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში ამერიკული „ჯაზის საღამო“ გაიმართება. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.

ვრცლად

 

კვავლოს კოშკის და დართლოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

თუშეთში, მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ კვავლოს კოშკს და დართლოში 25 ისტორიულ საცხოვრებელ ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ვრცლად

 

ბოდბისხევში აღმოჩენილი მარნის კარი ფიროსმანის მოხატული არ აღმოჩნდა

ბოდბისხევში აღმოჩენილი მარნის კარი ფიროსმანის მოხატული არ აღმოჩნდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებისა და კოლექციების მართვის სამსახურის მენეჯერმა ირმა დოლიძემ განუცხადა.

ვრცლად

 

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პარალელურად ელისო ვირსალაძის საიუბილეო კონცერტები გაიმართება

18 - 21 ოქტომბერს, თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც წელს, ფესტივალის დამფუძნებლის ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის 50 წლისთავს მიეძღვნება.

ვრცლად

 

თელავის თეატრი მუშაობას 26 ოქტომბრიდან განაახლებს

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მუშაობას ოქტომბრის ბოლოდან განაახლებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თეატრის მმართველმა პაატა გულიაშვილმა განუცხადა, თელავის თეატრი 26 ოქტომბერს სპექტაკლ „ფარსების“ პრემიერით გაიხსნება.

ვრცლად

 

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთ ფასადს აღდგენითი სამუშაოები უტარდება.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 23

ფირნიშები

ვიდეო

აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე

 

ვიდეო

უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებობებზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
დადებითად - 12.4%
უარყოფითად - 82.7%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.9%
  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.05.13
16:00-19:00
Cloudyfrom southeast23°C0.6m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom east22°C0.6m/s
0.5mm
კვირა 26.05.13 13:00-19:00
Partly cloudyfrom southeast20°C2.9m/s
0.3mm
ორშაბათი 27.05.13 13:00-19:00
Rainfrom east-southeast18°C1.0m/s
3.2mm
სამშაბათი 28.05.13 10:00-16:00
Heavy rainfrom west-northwest17°C0.8m/s
6.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy