06:05:12

Share |

ფიროსმანის „დაჭრილი ჯარისკაცი“ ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა

თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ნიკო ფიროსმანაშვილის „დაჭრილი ჯარისკაცი“ უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ფიროსმანის ნახატთან ერთად სამართალდამცველებმა კიდევ 7 შედევრი დაუბრუნეს ეროვნულ გალერეას.

მუზეუმს გადაეცა ასევე რიჰარდ ზომერის „აღმოსავლური ბაზარი“, ნიკოლა როლინის „ზღვის პეიზაჟი“, ივან ფომინის „ქალის პორტრეტი ვეზუვის ფონზე“,  სერგეი ივანოვის „აღმოსავლური ბაზარი“, ანტონიო დე კანალეს „ვენეცია. სან მარკოს მოედანი“, ასევე ორი უცნობი ავტორის „პეიზაჟი ცხვრის ფარით“ და „ანა“ - „აღმოსავლური სოფელი“.

პროკურატურის ინფორმაციით, 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისის ფერწერული ნამუშევრები, რომელსაც ექსპერტების ანალიზით, კულტურული ღირებულება გააჩნია, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა ამოღებული არალეგალური ბრუნვიდან.

საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში უკანონო გასხვისებასა და საქართველოდან გატანას გადაურჩა ნიკო ფიროსმანის 3 ნამუშევარი - „კრუხ-წიწილა“, „დაჭრილი ჯარისკაცი“, ასევე აბრაზე შესრულებული ნახატი „კახური ღვინო“.

ფირნიშები

ვიდეო

აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე

 

ვიდეო

ხელისუფლებისგან წახალისებული რელიგიური კონფლიქტი სამთაწყაროში

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებობებზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
დადებითად - 12.4%
უარყოფითად - 82.7%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.9%
  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 18.06.13
10:00-13:00
Fairfrom west-northwest21°C1.8m/s
0mm
13:00-19:00
Cloudyfrom west-northwest24°C0.3m/s
0mm
19:00-01:00
Cloudy23°C1.8m/s
0mm
ოთხშაბათი 19.06.13 13:00-19:00
Rainfrom southeast23°C0.5m/s
1.4mm
ხუთშაბათი 20.06.13 10:00-16:00
Rainfrom north19°C1.9m/s
1.8mm
პარასკევი 21.06.13 10:00-16:00
Rain showersfrom east18°C1.4m/s
0.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy