სამშაბათი, 31 მაისი 2011 13:13
თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ნიკო ფიროსმანაშვილის „დაჭრილი ჯარისკაცი“ უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ფიროსმანის ნახატთან ერთად სამართალდამცველებმა კიდევ 7 შედევრი დაუბრუნეს ეროვნულ გალერეას.
მუზეუმს გადაეცა ასევე რიჰარდ ზომერის „აღმოსავლური ბაზარი“, ნიკოლა როლინის „ზღვის პეიზაჟი“, ივან ფომინის „ქალის პორტრეტი ვეზუვის ფონზე“, სერგეი ივანოვის „აღმოსავლური ბაზარი“, ანტონიო დე კანალეს „ვენეცია. სან მარკოს მოედანი“, ასევე ორი უცნობი ავტორის „პეიზაჟი ცხვრის ფარით“ და „ანა“ - „აღმოსავლური სოფელი“.
პროკურატურის ინფორმაციით, 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისის ფერწერული ნამუშევრები, რომელსაც ექსპერტების ანალიზით, კულტურული ღირებულება გააჩნია, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა ამოღებული არალეგალური ბრუნვიდან.
საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში უკანონო გასხვისებასა და საქართველოდან გატანას გადაურჩა ნიკო ფიროსმანის 3 ნამუშევარი - „კრუხ-წიწილა“, „დაჭრილი ჯარისკაცი“, ასევე აბრაზე შესრულებული ნახატი „კახური ღვინო“.
ვიდეო
აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე
ვიდეო
უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












