11:32:55

Share |

პაატა გაფრინდაშვილის მტკიცებით, ალავერდის ტაძარს საფრთხე არ ემუქრება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პაატა გაფრინდაშვილის მტკიცებით, ალავერდის ტაძარს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

„ხმამაღლა შემიძლია აბსოლუტურად დარწმუნებით გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ტაძარს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მე ვიმყოფებოდი პირადად ჩვენს ექსპერტებთან ერთად სწორედ იმ დღეს, როდესაც იყო წყალდიდობა. ჩვენ დეტალურად დავაკვირდით რა მდგომარეობა იყო იმ მომენტში. ასევე, მეორე დღეს ჩვენი ექსპერტები იმყოფებოდნენ ალავერდში. მე ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ტაძარს ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ, რა თქმა უნდა გაგრძელდება მონიტორინგი და დაკვირვება ტაძრის მდგომარეობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ალავერდს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მემკვიდრეობისთვის, მაგრამ ამ ეტაპისთვის ტაძარს არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, „ასეთი სერიოზული წყალდიდობის ფონზე რა თქმა უნდა ტენიანობა მოიმატებს და ტენიანობის დროს ტაძარში შეინიშნება ნესტი, მაგრამ იქ უკვე დაწყებულია შრობის პროცესი“.

„მე დღესაც ვთხოვე კედლის მხატვრობის სპეციალისტს, ის ადგილზე ჩავა და კიდევ ერთხელ დეტალურად დაათვალიერებს და შეისწავლის თითოეულ ნიუანსს, თუ რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე უშუალოდ კედლის მხატვრობის მხრივ“, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 17 – 18 ივნისის სტიქიის შემდეგ ალავერდის მონასტერში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომასალა დღეს გაავრცელა. ალავერდის ტაძარში მე-13 საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება. ტაძარში რამდენიმე ადგილზე წყალი დგას. წყლით არის დაფარული ღირსი მამის, იოსებ ალავერდელის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაც. დანესტილი და დაობებულია კედლები. „საქწყალპროექტის“ გენერალური დირექტორის გეიდარ ფალავანდიშვილის შეფასებით, წვიმების შემთხვევაში ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის დატბორვა ისევ მოსალოდნელია. მისივე თქმით, საფრთხე ტაძრის მდგრადობასაც ემუქრება. პრევენციული სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს.

ფირნიშები

ვიდეო

აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე

 

ვიდეო

ხელისუფლებისგან წახალისებული რელიგიური კონფლიქტი სამთაწყაროში

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებობებზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
დადებითად - 12.4%
უარყოფითად - 82.7%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.9%
  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 20.06.13
16:00-19:00
Rain22°C0.6m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom southwest20°C0.5m/s
1.9mm
პარასკევი 21.06.13 13:00-19:00
Heavy rainfrom southeast18°C1.6m/s
6.6mm
შაბათი 22.06.13 13:00-19:00
Fairfrom south-southeast19°C0.7m/s
0.3mm
კვირა 23.06.13 10:00-16:00
Fairfrom west-northwest19°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 23 24 25 26
27 28 29 30      

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy