სამშაბათი, 12 ივლისი 2011 11:06
საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანში, ყარაჯა - მერლის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ნაქალაქარს მიაგნეს, რომელიც სავარაუდოდ, ძვ. წელთაღრიცხვის მე-5-ე საუკუნით თარიღდება, - იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ქართველი სპეციალისტები განცხადებით, ნაქალაქარი თავისი დაგეგმარებით და იქ ნაპოვნი ნივთებით წნორში, ალაზნისპირზე მიგნებული გუმბათის სასახლის იდენტურია. აღმოჩენილ ნაქალაქარს არქეოლოგები კაპიტალური ნაგებობის პირველ ნიმუშად მოიხსენიებენ და ამ ორ ტერიტორიაზე მობინადრეების ერთიან კულტურაზე საუბრობენ.
ნაქალაქარის მთლიანი ტერიტორია დაახლოებით 20 ჰექტარია. ქართველი, გერმანელი და აზერბაიჯანელი არქეოლოგებისგან შემდგარი ექსპედიცია ამ ტერიტორიაზე 2006 წლიდან მუშაობს. აქ უკვე 5 სასახლის ნაშთია ნაპოვნი.
ვიდეო
აქციის მონაწილე მღვდელს - აქაც ირბინე
ვიდეო
უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













