00:08:03

სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ განცხადება

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობის დაშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი უცვლელად გთავაზობთ:

ვრცლად

 

„მწვანე ალტერნატივა“ – წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვება ბიომრავალფეროვნებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს

„მწვანე ალტერნატივამ“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე ნადირობის დაშვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამგვარი გადაწყვეტილების შედეგად გამოუსწორებელი ზიანი მიადგება საქართველოს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.

ვრცლად

 

აღმოსავლეთ საქართველოში 2 დღე ითოვებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ითოვებს. საშუალო ტემპერატურა დღისით +1°C, ღამით კი -3°C, გრადუსი იქნება.

ვრცლად

 

ყვარლის რაიონში ტყე იწვის

ყვარლის რაიონში ტყე იწვისყვარლის რაიონში, სოფელ გრძელჭალიდან რამდენიმე კილომეტრში ტყე იწვის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება შემთხვევის ადგილიდან, სახანძრო - სამაშველო სამსახურის მონაცემებით, ცეცხლი დაახლოებით 8 ჰექტარზეა გავრცელებული.

ვრცლად

 

„ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას აწყობს

20 იანვარს, ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ თბილისის ოფისში, მისამართი: ფალიაშვილის ქუჩა N12, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას აწყობს. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

ვრცლად

 

გორში ზოოპარკის დათვი დაკლეს და ჩინოვნიკებმა ჭამეს

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2010 წელს, სტალინის სახელობის ცენტრალურ პარკში გამართული მცირე ზოოპარკიდან დათვები გაქრა. ერთ-ერთი დათვი ახალი წლის წინა დღეებში დაკლეს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ჭამეს. ამ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ვრცლად

 

მწვანე ალტერნატივა - სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ყალბ მონაცემებს წარმოადგენს

„მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია - ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტების შესახებ, ყალბ მონაცემებს წარმოადგენს.

ვრცლად

 

მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა

სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა.

ვრცლად

 

კონკურსი - „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე“

„ჰაიდელბერგცემენტი“ აცხადებს საერთაშორისო სამეცნიერო - საგანმანათლებლო კონკურსს Quarry Life Award „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე“, რომელიც ერთდროულად 17 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და მკვლევარებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდის სახით.

ვრცლად

 

თელავში გარემოსდაცვითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა (photo)

თელავში, სასტუმრო „ძველ თელავში“ პროგრამის „ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციებისა და  ადგილობრივი თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად

 

ნაძვის ხის მოჭრა - ტრანსპორტირებაზე კონტროლი გამკაცრდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წინასაახლწლო პერიოდში ნაძვის ხის მოჭრა - ტრანსპორტირებაზე კონტროლი გაამკაცრა. სამინისტროს ცნობით, ტყის ფონდიდან ნაძვის ხის მოჭრა აკრძალულია.

ვრცლად

 

ხე - ტყის უკანონო ჭრისთვის ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც ხე - ტყის უკანონო ჭრისთვის ჯარიმები მცირდება.

ვრცლად

 

პარლამენტში მდინარე დურუჯის მიერ მოსალოდნელ საფრთხეზე იმსჯელეს

ანტიკრიზისული საბჭოს წევრებმა მეცნიერებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე მდინარე დურუჯის მიერ მოსალოდნელ საფრთხესა და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ვრცლად

 

კახეთში უამინდობა 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

კახეთში უამინდობა 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 8 და 15 ნოემბერს ითოვებს, 11, 14 და 15 ნოემბერს კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი. 8, 9, 11, 13 და 16 ნოემბერს, ღამით, ჰაერის ტემპერატურა -6°C-მდე დაიწევს.

ვრცლად

 

საქართველოში მურა დათვის კონსერვაციის პროექტი დასრულდა

საქართველოში „მურა დათვის კონსერვაციის პროექტი", რომელსაც ჰოლანდიური ფონდის - Alertis-ის ფინანსური მხარდაჭერით სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი" ახორციელებდა, დასრულდა.

ვრცლად

 

შილდაში „შილდის ჰესის“ გზშ-ს ანგარიშის განხილვა გაიმართება

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შილდის ტერიტორიული ორგანოს შენობაში „შილდის ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.

ვრცლად

 

შპს „ფაუნას“ თანამშრომლებმა ლაგოდეხში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

ლაგოდეხის რაიონში, ჭიაურის სამონადირეო მეურნეობაში შპს „ფაუნას“ თანამშრომლებმა ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ოთხი მოქალაქე დენის აპარატით თევზაობდა. ამ ინფორმაციას გაზეთი „სპექტრი“ ავრცელებს.

ვრცლად

 

რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე თევზჭერა და ნადირობა დაშვებული იქნება

საქართველოს რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, ასევე ილტოს და ლაგოდეხის აღკვეთილებში თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა დაშვებული იქნება.

ვრცლად

 

წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობის დაშვების შესახებ კანონპროექტში ფორმულირებები შეიცვალა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ფორმულირებები შეიცვალა.

ვრცლად

 

პარლამენტმა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განხილვიდან ამოიღო

პარლამენტმა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განხილვიდან ამოიღო. კანონპროექტი საქართველოს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობის დაშვებას ითვალისწინებდა.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 12

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
07:00-13:00
Fairfrom southwest-10°C0.9m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy