13:00:40

Share |

17 სექტემბერს საქართველოში დასუფთავების ფართომასშტაბიანი კამპანია იწყება

2010 წლის 17, 18, 19 სექტემბერს „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში საქართველოში ტარდება ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია სახელწოდებით: „დავასუფთაოთ საქართველო“ (Clean Up Georgia!). კამპანიას საქართველოში მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“ ახორციელებს.

კამპანია ხორციელდება პროექტის  „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში ჩართვა“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.

მსოფლიოში ერთერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიას, „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინციატივით. კამპანია აერთიანებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებს, ცალკეულ მოქალაქეებს.

კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში 120 ქვეყანა მონაწილეობს.

კამპანიის ფარგლებში დასუფთავების აქციები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

ფირნიშები

ვიდეო

მღვდელი მისდევს აქციის მონაწილეებს

 

ვიდეო

უმრავლესობის ლიდერი 17 მაისის აქციის შესახებ

ფოტო რეპორტაჟი

News image

კიდევ ერთხელ რეპორტაჟი ვეძათხევიდან – „ადამიანების სასაკლაო“

გამოკითხვა

როგორ აფასებთ თანამდებებობზე დანიშვნებს ნათესაური ნიშნით?
  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 21.05.13
22:00-01:00
Fairfrom east-southeast13°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 22.05.13 13:00-19:00
Fairfrom southeast19°C1.0m/s
0mm
ხუთშაბათი 23.05.13 13:00-19:00
Partly cloudyfrom east-southeast21°C0.8m/s
0mm
პარასკევი 24.05.13 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast20°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy